ვანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ერთ-ერთი მათგანი პოლიციის თანამშრომელია.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით დაღუპული ზვიად შარაშენიძე სამხარეო
პოლიციის თანამშრომელი იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ვანის გზატკეცილზე გუშინ ღამით მოხდა,
რაც ავტომანქანის სავალის ნაწილიდან გადასვლამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ასევე ორი ადამიანი, რომლებიც
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები