ქუთაისში არსებული რესტორნები, კაფე-ბარები და კლუბები ახალი წლის
ღამეს მომხმარებლებს განსხვავებულ საახალწლო პროგრამებს და ფასებს
სთავაზობენ.
31 დეკემბრის ღამეს, საახალწლო სუფრის ფასი ერთ პერსონაზე საშუალოდ
50-60 ლარის ფარგლებში მერყეობს და ის საახალწლო სუფრის
შემადგენლობაზეა დამოკიდებული.
ქუთაისში, რესტორან "ქალაქურში" 31 დეკემბრის საღამოს 12 საათიდან,
სტუმრების საახალწლო განწყობაზე ამავე რესტორნის მომღერლები იზრუნებენ
და სხვადსახვა საახალწლო გასართობ პროგრამებს შესთავაზებენ.
რესტორან "ქალაქურში" საახალწლო სუფრის ღირებულება ერთ პერსონაზე 50
ლარიდან იწყება.
10 ლარით ნაკლები დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა რესტორან "იმპერიალში",
როგორც რესტორნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი წლის ღამეს
საახალწლო სუფრის ფასი ერთ პერსონაზე 40-50 ლარის ფარგლებში
იქნება, აღნიშნულ ღირებულებაში არ შედის ალკოჰოლური სასმელების
ფასი.
"ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად ვის მოვიწვევთ, თუმცა
აუცილებლად ვიზრუნებთ სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნას," –
აცხადებენ "იმპერიალის" ადმინისტრაციაში.
რესტორან "ამირანში" სტუმრებს 31 დეკემბერს ღამის 10 საათიდან
მიიღებენ, სადაც საახალწლო სუფრის ფასი 50 ლარით განისაზღვრება.
ამავე რესტორანში საახალწლო მენიუში სტუმრებისთვის გათვალისწინებულია
ე.წ. "საფირმო ამირანი" - კერძები ფოიერვერკით.
როგორც "ამირანის" ადმინისტრაციაში ამბობენ, რესტორანში ადგილების
დაჯავშნა უკვე მიმდინარეობს.
რესტორან "ძველ იმერეთში" საახალწლო პროგრამები 21 საათიდან
დაიწყება.
"იქნება თოვლის ბაბუა, შესრულდება ქართული ცეკვები და იმღერებენ
მომღერლები," - ამბობენ რესტორნის ადმინისტრაციაში.
"ძველ იმერეთში" 31 დეკემბერს საახალწლო სუფრის ღირებულება ერთ
პერსონაზე 40 ლარით განისაზღვრება.
ხოლო 1-2 იანვარს რესტორანში მომღერლები, ნინო ძოწენიძე და ვერიკო
ტურაშვილი იმღერებენ.
"1-2 იანვარს სუფრის ფასი 50 ლარი იქნება, თუმცა სუფრა იქნება ძალიან
მსუყე და სავსე," - აცხადებენ "ძველ იმერეთში".
რესტორან "ძველი იმერეთისგან" განსხვავებით საახალწლო სუფრა არ იქნება
ლიმიტირებული ბარ-რესტორან "პალატში."
პალატში ახალი წლის ღამეს შოთიკო ბანძელაძე იმღერებს, ხოლო
მოგვიანებით სტუმრების საახალწლო განწყობაზე დიჯეი იზრუნებს.
როგორც პალატში ამბობენ 31 დეკემბერს რესტორანი ჩვეულებრვი რეჟიმში,
დილის ათი საათიდან იმუშავებს.
საახალწლოდ "არტ-კაფე ბლუზში" 1-2 იანვარს მომრერლები ია ტომაში და
ანი გოზალიშვილი იმღერებენ.
ბილეთის ფასი 20 ლარით განისაზღვრება, ხოლო სუფრის ღირებულება თავად
მომხმარებლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
არტ კაფე ბლუზი 1-2 იანვარს საღამოს 20 :00 საათიდან იმუშავებს.
ქუთაისში, კაფე-ბარში "დეჟავიუ" საახალწლო 4 ადგილიანი სუფრის
ღირებულება 150 ლარი, ხოლო 7 ადგილიანი სუფრის ფასი 200 ლარით
განისაზღვრება.
"საახალწლოდ მოწვეული გვეყოლება ჯგუფი "ნიუფეისი," საახაწლო სუფრა
ითვალისწინებს სასმელს უფასოდ," - აცხადებენ კაფე-ბარ
"დეჟავიუში".
ლიმიტირებული არ იქნება სუფრა კაფე- ბარ "აურაში". 31 დეკემბერს
კაფე-ბარი 19 საათიდან იმუშავებს, სადაც სტუმრების განწყობაზე
თბილისიდან მოწვეული მუსიკოსები იზრუნებენ.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები