ქუთაისის მერია ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ფასის
რეაბილიტაციისთვის 602 000 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სახელმწიფო შეყიდვის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შოთა
რუსთაველის გამზირის #85-ში; #90-ში; #92-ში და
#94-ში მდებარე ბინის ფასადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რუსთაველის გამზირის N 85
მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ფასადების რეაბილიტაციის
სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 426 000
ლარს;
რუსთაველის გამზირის N 90-ში მდებარე ბინისათვის
განსაზღვრულია - 47 000 ლარი, N92-ში
მდებარე ბინა - 75 000 ლარი და N
94-ში მდებარე კორპუსათვის კი, 54 000 ლარია გათვლილი.
რენდერის მიხედვით, რეაბილიტირებული ფასადები ასეთი უნდა
იყოს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების
გაფორმებიდან 150 დღეში შეასრულოს სამუშაო.
თუ რის მიხედვით შეარჩიეს ზემოთჩამოთვლილი კორპუსები, მერიაში
განმარტავენ, რომ ბინის შერჩევა ფასადის დაზიანების
მიხედვით მოხდა.
"შეირჩა, როგორც ყველაზე დაზიანებული და არაესთეტიკური
ფასადების მქონე კორპუსები", - განმარატვენ ქუთაისის მერიის
პრესსამსახურში. მათივე თქმით, ეტაპობრივად მოხდება რუსთაველის
გამზირზე მდებარე სხვა კორპუსების ფასადებიც შეკეთდებაც.
აღნიშნულ კორპუსებზე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვაზე
(NAT220003069) წინადადების მიღება 2 მარტს იწყება
და ხუთ დღეში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები