ახალი ამბები
ქუთაისში ღამის კლუბები მუშაობას მარტიდან განაახლებენ
FaceBook
ქუთაისში საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას მარტის პირველ ნახევარში დაიწყებს.

ქალაქში ორი კლუბი "ბუდე" და  "რეფლექტორი" მუშაობს. 

"ბუდეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი  ზაზა ფანჩულიძე ამბობს, რომ მუშაობის განახლებას 5-6 მარტისთვის აპირებენ. 

მარტის პირველ ნახევარში მუშაობის განახლებას გეგმავენ კლუბ „რეფლექტორშიც“.

პანდემიის მიზეზით Მცირე ცვლილება შევა კლუბ „ბუდეში“ მოხვედრის პირობებსა და ფასებში.

ზაზა ფანჩულიძის  ინფორმაციით, კლუბში შესვლის პირობებსა და ფასებზე სრული ინფორმაცია მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება.

საკლუბო ინდუსტრიის საქმიანობის განახლებაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო.

თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა - კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება.

ღამის კლუბების ბიზნესის წარმომადგენლებმა პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო მუშაობა 2020 წლის მარტიდან შეაჩერეს.

რის შემდეგაც მუშაობა მხოლოდ რამდენიმე დღით, 2021 წლის ბოლოს განაახლეს.

საქართველოში დიდ ღამის კლუბებს ღონისძიებები 15 იანვრის შემდეგ, "ომიკრონის" შტამის გავრცელების საფრთხის გამო აღარ გაუმართავთ.

სადღეისოდ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭო მიიჩნევს, რომ ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ინტენსიური თოვისა და უხვი ნალექის
გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა.
10:17 / 26.11.2024
ინტენსიური თოვისა და უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა.
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.