ახალი ამბები
ხალხის დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ უკეთესობისკენაა შეცვლილი - კვლევა
FaceBook
საზოგადოების დამოკიდებულება უმცირესობების კონკრეტული ჯგუფების მიმართაც უკეთესობისკენაა შეცვლილი, მათ შორის, ისეთი ჯგუფების შემთხვევაში, რომელთა მიმართაც საზოგადოება ყველაზე მტრულად არის განწყობილი,
- ამ დასკვნას აკეთებს სიძულვილის ენის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ კვლევა.

კვლევის ჩასატარებლად ევროპის საბჭომ ორგანიზაცია CRRC - საქართველო დაიქირავა.

კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის დონე და ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2018 წლიდან   2021 წლამდე პერიოდში გაზრდილია.

მოსახლეობა უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს უმცირესობების უფლებების დაცვას. ამ მხრივ საზოგადოების დამოკიდებულების დადებითი ცვლილება არა მხოლოდ, ზოგადად, უმცირესობების უფლებების დაცვას ეხება, არამედ ხაზგასასმელია ლგბტ თემის უფლებების დაცვის მნიშვნელობის აღიარებასაც. თუკი 2018 წელს მოსახლეობის 44 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ლგბტ თემის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი არ იყო, 2021 წელს მხოლოდ 29 პროცენტი ამბობდა იმავეს. მსგავსად ამისა, 2018 წელს 33 პროცენტიდან 2021 წელს 47 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ლგბტ თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

საზოგადოების დამოკიდებულება უმცირესობების კონკრეტული ჯგუფების მიმართაც უკეთესობისკენაა შეცვლილი.

გამოკითხვა უმცირესობათა კონკრეტული ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების გასარკვევად დასმული იყო კითხვა, მოუწონებდა თუ არა რესპონდენტი მისნაირ ადამიანს საქმიან ურთიერთობას კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთან. საერთო ჯამში, მონაცემები ამ დონეზე მიმღებლობასთან დაკავშირებით დადებით ტენდენციაზე მიუთითებს.

უფრო კონკრეტულად კი, მონაცემების მიხედვით, ამ ინდიკატორით ტოლერანტობა 16 პროცენტით გაიზარდა არაბების შემთხვევაში, 15 პროცენტით - აფრიკელების შემთხვევაში და 13 პროცენტით - იეჰოვას მოწმეებისა და ირანელების შემთხვევაში. ასევე, 12 პროცენტით გაიზარდა დადებითი დამოკიდებულება ჩინელებისა და ავარების მიმართ, 11 პროცენტით - თურქი მესხების, თურქებისა და ინდოელების მიმართ და 10 პროცენტით - იეზიდების/ქურთებისა და ჰომოსექსუალების მიმართ.

მუსლიმებისა და აღმოსავლეთ ევროპელების შემთხვევაში დადებითი პასუხების 9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო დასავლეთ ევროპელების შემთხვევაში - 8-პროცენტით.  ორი ჯგუფი, რომლებთანაც საქმიან ურთიერთობას 2018 წლის გამოკითხვაში ადამიანებს არ მოუწონებდნენ, ჰომოსექსუალები და იეჰოვას მოწმეები იყვნენ. იმავეს ადასტურებს 2021 წლის მონაცემებიც. თუმცა, იმ პირების რაოდენობა, რომლებიც ადამიანებს იეჰოვას მოწმეებთან საქმიან ურთიერთობას მოუწონებდნენ, 13 პროცენტით გაიზარდა, ჰომოსექსუალების შემთხვევაში - 10 პროცენტით.


საერთო ჯამში, რაოდენობრივ მონაცემებში გამოვლენილი მოწონების ტენდენცია კვლევის თვისებრივ ნაწილშიც დადასტურდა. რესპონდენტებმა შედარებით დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს უმცირესობათა ისეთი ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. მაგალითად, ებრაელები და მუსლიმები, ხოლო შედარებით უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც საქართველოში უფრო ცოტა ხანია, ცხოვრობს, მაგალითად, იეჰოვას მოწმეები.

სსხვადასხვა ჯგუფის მიმართ დამოკიდებულების შესაფასებლად, ზემოთ აღწერილი შეკითხვების გარდა, რესპონდენტებს ჰკითხეს, ვის არ ისურვებდნენ მეზობლად. მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის წილი, რომელიც ყველაზე მეტად ჰომოსექსუალებთან მეზობლობას არ ისურვებდა, 7 პროცენტით შემცირდა. ასევე, 6 პროცენტით შემცირდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ინფექციური დაავადებების მქონეთა მეზობლად ცხოვრებას არ ისურვებდნენ. სხვა მხრივ, 2018-დან 2021 წლამდე მოსახლეობის პასუხები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.



საზოგადოებრივი კვლევის ანგარიში მომზადდა პროექტისთვის "დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.