ვანი-სულორის საავტომობილო გზაზე, სადავ გუსინ მეწყერმა დააზიანა
ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა და
გატანა, დროებითი გზის მოსაწყობად.
"ვანი-სულორის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ
ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მუნიციპალიტეტის ცენტრს დაუკავშირდეს
შემოვლითი გზებით. კერძოდ: სულორის მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია
გადიდი-ზედავანის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით, ძულუხის
მოსახლეობას კი რომანეთი-საპრასიის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით",
- განმარტავენ ვანის მუნიციპალიტეტში.
13 თებრვალს გამთენიისას, სულორი-ვანის საავტომობილო გზის მე-7 , მე-8
კილომეტრზე გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა, თუმცა,
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები