პოლიტიკა
ქვეყნები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებისკენ უკრაინის დატოვებას მოუწოდებენ
FaceBook
ქვეყნების სია, რომლებიც მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია, მოერიდონ მოგზაურობას ან დაფიქრდნენ, სჭირდებათ თუ არა ქვეყანაში დარჩენა.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცლეებს.

ქვეყნის დატოვებისკენ მოქალაქეებს მოუწოდებს:

აშშ

გაერთიანებული სამეფო

გერმანია

ავსტრალია

ირლანდია

იტალია

შვედეთი

იორდანია

ნიდერლანდები

ქუვეითი

ერაყი

საუდის არაბეთი - მოერიდეთ უკრაინაში გამგზავრებას და დაუკავშირდით საელჩოს დაუყოვნებლივ გამგზავრების გასაადვილებლად.

არაბთან გაერთიანებული საამიროები - მოერიდეთ უკრაინაში მოგზაურობას.

თურქეთი - მოერიდეთ უკრაინაში მოგზაურობას.

სლოვაკეთი - მოერიდეთ უკრაინაში მოგზაურობას.

პოლონეთი - მოერიდეთ უკრაინაში არამიზნობრივ მოგზაურობას.

საბერძნეთი - იყავით კავშირზე კიევის საელჩოსთან.

ლიეტუვა - შეაფასეთ არის თუ არა უკრაინაში დარჩენა საჭირო.

ჩინეთი - ,,იყავით ყურადღებით“.

რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობა უკიდურესად არის დაძაბული. უკრაინის საზღვართან, ასიათაზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. რუსეთი ირწმუნება, რომ თავდასხმას არ გეგმავს და დასავლეთისგან მოითხოვს შეცვალოს ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება. კონკრეტულად, კრემლის სურვილია, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაკეთებული ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, შეიცვალოს შემდეგნაირად: "საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან" ნატოს წევრი ქვეყნები.

სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა უკრაინაზე მალე დაიწყება, რადგან რუსეთს არ აქვს ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ჯარები უკრაინის საზღვართან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.