პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე
ლელა ჯანაშვილს დაუჭირა მხარი.
კენჭისყრაში საპარლამენტო უმრავლესობის შვიდმა დეპუტატმა მიიღო
მონაწილეობა და შვიდივემ ერთხმად მხარდაჭერა ლელა ჯანაშვილის
კანდიდატურის მიმართ გამოხატა.
რაც შეეხება აღნიშნულ პოსტზე წარდგენილ თამარ ალფაიძეს, მის
მხარდასაჭერად ორმა დეპუტატმა - მიხეილ სარჯველაძემ და ლადო კახაძემ
ასწიეს ხელი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული
შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, სადაც კენჭი ორივე კანდიდატს
უნდა ეყაროს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს
პარლამენტი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევს. პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გაუქმების შედეგად შეიქმნა. ამასთან, ცალკე სახელმწიფო ორგანოდ
ჩამოყალიბდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
მასალის გამოყენების პირობები