ქუთაისში, ხანდაზმული, რომელიც ძაღლებთან ერთად ერთ-ერთი კორპუსის
სარდაფში ცხოვრობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო
კლინიკაში გადაიყვანეს.
თინათინ კახაძე წლებია სარდაფში ცხოვრობს და კეთილი ადამიანების
დახმარების იმედზეა.
გუშინ, 10 თებერვალს მოქალაქეებმა შეუძლო მდგომარეობაში ოთხფეხა
მეგობართან ერთად ნახეს , რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადით კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
"მიმდინარე წლის 10 თებერვალს, მას შემდეგ რაც შსს-მ განახორციელა
მომართვა და აცნობა სააგენტოს ხანდაზმულის ადგილმდებარეობის შესახებ.
სააგენტო კვლავ ჩაერთო ხანდაზმულთან ინტერვენციის პროცესში.
ბენეფიციარს ჰქონდა სამედიცინო საჭიროება და ის განთავსდა სამედიცინო
მომსახურების მიღებისთვის სტაციონარში. სააგენტო გააგრძელებს
ინტენსიურ ჩართულობას მისი ინტერესების დაცვის მიზნით", - განმარტავენ
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ხანდაზმული მოხუცთა თავშესაფარში
რამდენჯერმე გადაიყვანეს, თუმცა ის არ გაჩერდა. თუმცა, იგი მაინც
თავშესაფრის ბინადრად ითვლება. რის გამოც, მას ამ დროისათვის
სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს.
"პანსიონატში მოხვედრის შემდეგ, თუ ბენეფიციარს ჰქონდა სოციალურად
დაუცველის სტატუსი, ეხსენება, რადგან მასზე უკვე სახელმწიფო ზრუნავს,
ამ ეტაპზე თინათინ კახაძე სოციალური მომსახურების ბაზაში
რეგისტრირებული არ არის", - ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების
ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე.
ამ დროისათვის ხანდაზმული კლინიკაში , სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს
მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მასალის გამოყენების პირობები