გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გარკვეულ
მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები