ქუთაისიდან წყალტუბოს სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის
მძღოლები გაიფიცნენ.
დღეს დილიდან მგზავრებისთვის შეუძლებელია ქუთაისი-წყალტუბო,
ქუთაისი-ტყაჩირი, ქუთაისი-მესხეთისა და ქუთაისი- გეგუთის მიმართულებით
მგზავრობა.
მძღოლები საწვავის გაზრდილი ფასის ფონზე, მგზავრობის ღირებულების
გაზრდას, ან გადამზიდავი კომპანიის მიერ ყოველთვიური გადასახადის
შემცირებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას არ
აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები