თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ
სააკშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, მიხეილ
სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
მესამე პრეზიდენტმა მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი სხდომაზე
პატივისცემისა და სოლიდარობის ნიშნად შეასრულა.
მანამდე კი, სხდომაზე არაერთხელ იყო ხმაური და სიტყვიერი
დაპირისპირება ბრალდებულსა და პროკურორებსს შორის. მიხეილ სააკაშვილმა
სხდომაზე წარმოადგინა ფოტო, სადაც მისი თქმით, აღბეჭდილია, ირაკლი
ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და პროკურორ ჯარჯი წიკლაურის კუთვნილი
სახლები, რომელიც “კორუფციულადაა მოპოვებული”.
ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება
დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.
სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და
სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს
თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი
გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და
პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10
ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე
შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.
მასალის გამოყენების პირობები