სოფიკო
ყანჩაველისა და ეკა კუხალაშვილის სტატიებმა რეგიონალურ კონკურსში
"საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა
ქვეყნის განვითარებისთვის", გაიმარჯვა.
საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ქუთაისიპოსტის
ორი სტატია დააჯილდოვა.
სოფიკო ყანჩაველისა და ეკა კუხალაშვილის სტატიებმა რეგიონალურ
კონკურსში "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ასოცირების შეთანხმების
მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის", გაიმარჯვა.
დაჯილდოების ცერემონიალი რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა სსიპ "ნატოსა
და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" 2015 წლის ანგარიშის
პრეზენტაციაზე. პრეზენტაციას სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
აღნიშნულ კონკურსში კიდევ 4 ჟურნალისტი დაჯილდოვდა საქართველოს
სხვადასხვა რეგიონებიდან. საუკეთესო სტატიებისა და სიუჟეტების
ავტორებს სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური
მხარდაჭერით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები