"თუკი კარგად
ვნახავთ ბიუჯეტში არსებულ
პროგრმებს, გავიგებთ რამდენად არის მორგებული 2016 წლის ბიუჯეტის
პროექტი მოსახლეობაზე", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ქალაქის
მერმა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს
წარმომადგენლებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. ქალაქის
პირველი პირი ირწმუნება, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში
ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია. სამაგიეროდ, მურღულიას
თქმითვე, სხვადასხვა პროგარების დაფინანსება არის გაზრდილი.
"ბიუჯეტი იზრდება, ადმინისტრაციული ხარეჯები კი მცირდება. თუკი კარგად
ვნახავთ ბიუჯეტში არსებულ პროგრმებს, გავიგებთ, რამდენად არის
მორგებული 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობაზე", - განაცხადა
საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა. მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი სლაიდებად წარადგინა.
სოციალური და ჯანდაცვის პროგარამებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 4
მლნ 720 ათასი ლარი არის განსაზღვრული, განათლება - 9 მლნ 380 ათასი
ლარი, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის - 250 00 ლარი,
ინფრასტრუქტურა და გარემოს დაცვა - 14 მლნ 240 700 ლარი.
ქალაქის პირველმა პირმა განმარტა, რომ ბიუჯეტის პროექტში სხვადასხვა
კულტურულ თუ განათლების ღონისძიებაზე გათვალისწინებული თანხების
ოდენობა სადაო არ უნდა იყოს. რაც შეეხება, არასამთავრობო
ორგანიზაციების მხრიდან არსებულ რეკომანდაციებს, რომელიც
მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტს შეეხებოდა, მურღულიამ აღნიშნა, რომ
მათი გათვალისწინება შეძლებისდაგვარად მოხდა.
"ვისურვებდი, რომ ბიუჯეტი იყოს ორჯერ მეტი ვიდრე ახლა არის. მაგრამ
რაც არის, არის კარგი და მე მგონი არ უნდა ჩნდებოდეს
კითხვა არის თუ არა ეს მოსახლეობაზე მორგებული", - განაცხადა ქალაქის
მერმა ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დასრულების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები