ახალი ამბები
"დიდება უკრაინას" - სოლიდარობის აქცია ქუთაისში
FaceBook
"რუსეთი  მკვლელი ოკუპანტია", "დიდება უკრაინას" - ამ სლოგანით ქუთაისში  მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიამ"  და  სამოქალაქო ატივისტებმა უკრაინის მხადამჭერი აქცია გამართეს.

"დღევანდელი პატარა აქციით, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს  მთავრობას განცხადება გააკეთოს უკრაინის მხარდაჭერად. მიგვაჩნია და ვთვლით, რომ თუ ეს დუმილი გაგრძელდება  ეს  იქნება დანაშაული. ამასთანავე, ეს აქცია არის პასუხი იმ მხარდაჭერაზე  და სოლიდარობაზე, რაც  უკრაინელმა ერმა და უკრაინელმა ხალხმა  საქართველოს 2008 წლის  აგვისტოს ომის დროს გაუწია",
- განმარტა  მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას"  დამფუძნებელმა ნიკა დესაძე. 

აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი ომის მოლოდინშია. 

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ყოველდღიურად იზრდება რუსული საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვართან. რუსეთის უარყოფის მიუხედავად, დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ემზადება. პარტნიორი ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო უკრაინისთვის თავდასაცავად როგორც იარაღის, ისე ფულის მიწოდება.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.