ახალი ამბები
გოგი წულაიას მიმართ დამცავი ორდერი გამოიცა
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლომ,  პარტია "ახალი ქრისტიან დემოკრატების" თავმჯდომარის გოგი წულაიას მიმართ, დამცავი ორდერი გამოსცა.

ამ გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მომჩივანის ასმათ დვალიშვილის მოთხოვნა, რომ ერთთვიანი შემაკავებელი ორდერის შემდეგ, გოგი წულაიას მიმართ 6 თვიანი ორდერიც გამოეცათ. 

"მედავება იმას, რომ მე ვითომ  დილის 7-ის ნახევარზე  გავუგზავნე დამეგობრება თუ მოწონება, რაღაც "ფეისბუქ" აქტივობა შევასრულე, რის გამოც, მის  ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე  მომიხდენია გავლენა. თურმე, აწი ყველაფერი ჩემი ბრალი იქნება, რასაც მასზე იტყვიან და დაწერენ",
- ამბობს გოგი წულაია. 

ასმათ დვალიშვილმა გოგი წულაიას მეორედ უჩივლა.  თავად გოგი წულაია მომჩივანისთვის  სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მეგობრობის თხოვნის გაგზავნის შესახებ ბრალდებას უარყოფს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი  გასული  წლის 17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ, იგი 6000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.



ამავე თემაზე:

გოგი წულაია თავისუფალია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.