2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.24 მილიარდი
დოლარის შემოსავალი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
2019 წელის მონაცემებთან შედარებით,
2021 წელს აღდგენილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 38%. რაც
შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58% შეადგინა. 2020
წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130%-ს
აღემატება.
გასულ წელს საქართველოში
საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 1.88 მილიონი შეადგინა, აღდგენის
მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 20%-ია, 2020 წელთან შედარებით კი
მოგზაურთა რაოდენობა 7.7%-ით გაიზარდა.
2021 წლის 12 თვეში საქართველოში
1.57 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2019 წელთან
შედარებით აღდგენილია ტურისტულ ვიზიტების 31%, 2020 წელთან შედარებით
კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.
2021 წელს ვიზიტების უმეტესი
რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. ვიზიტების 51% საქართველოს
საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენის
მაჩვენებელმა კი 2019 წელთან შედარებით 48% შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები