ახალი ამბები
ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილის გადადგომას ითხოვენ
FaceBook
"მოძალადე საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე არ სჭირდება ქალაქს"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისა და მისი მოადგილის ბექა ყანჩელის გადადგომას ითხოვენ.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია გოქაძე ამბობს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტი ამ დრომდე გამოუძიებელია, რის გამოც მათ თანამდებობაზე ყოფნის უფლება არა აქვთ.

"მოქალაქე სულხან ქობულაძეს გატაცებისა და ცემის ფაქტი, რომელიც მისივე თქმით განხორციელდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მხრიდან, მესამე თვეა გამოუძიებელია. მოძალადე საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე არ სჭირდება ქალაქს, რის გამოც ვითხოვთ, მათ თანამდებობიდან გადადგომას და საქმის დროულ გამოძიებას," –ამბობს გოქაძე.

საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა სულხან ქობულაძემ, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მისი მოადგილე ბექა ყანჩელი ცემასა და გატაცებაში დაადანაშაულა.

როგორც ქობულაძე ირწმუნება, ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, როცა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დავით დვალს ყვარყვარე უწოდა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, საქალაქო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების დასრულებამდე საკრებულოს თავმდომარემ, დავით დვალმა უფლებამოსილება შეიწყვიტა.

გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა, თუმცა დვალმა თანამდებობრივი უფლებამოსილება ორთვიანი პაუზის შემდეგ აღიდგინა. მისი განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოპოვება დასრულებულია.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე აღდგენას კი დავით დვალი მომავლი წლის ქალაქის ბიუჯეტის პროექტს უკავშირებს.

"ევროპა ჩვენი სახლიას" მოთხოვნაზე ქუთაისის საკრებულოში კომენტარს არ აკეთებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.