იმ პროდუქტებს შორის, რომელთა ფასიც ყველაზე მეტად გაიზარდა,
კომუნალური გადასახადებიც ხვდება.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიუთითებს.
კომბოსტოს შემდეგ, რომელიც თითქმის 200%-ით გაძვირდა, კომუნალური
გადასახადებია ყველაზე მეტად გაძვირებული. (ცნობისათვის,
კომუნალურებზე ტარიფები 2021 წლის იანვრიდან გაიზარდა, მონაცემები კი
შედარებულია 2020 წლის დეკემბერთან. 2021 წლის ინფლაციის მაჩვენებელი
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს).
საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიის და აირის ფასები 43.5
პროცენტით გაიზარდა.
წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება
(64.7 პროცენტი).
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (64.4 პროცენტი).
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი)
2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ
საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9
პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები