ახალი ამბები
არასამთავრობოები პრეზიდენტს მოუწოდებენ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ვეტო დაადოს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აპროტესტებენ და საქართვეოს პრეზიდენტს მოუწოდებენ შესაბამის კანონს ვეტო დაადოს.

„პარლამენტმა მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც სამოქალაქო სექტორი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
მათი შეფასებით, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ, ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორების და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე, მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება.

"2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. ასევე, მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს უწყდება უფლებამოსილების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არჩეული იყო თავად პარლამენტის მიერ 2025 წლამდე.

მისასალმებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი შეფასება, რომ მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, პრეზიდენტმა მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, შეეწყვიტა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და ყველასთვის მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი არგუმენტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს,
გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს,"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

"საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი" - (osgf)

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - (GYLA)

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" - (TI Georgia)

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

"დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი" - (IDSD)

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" - (ISFED)

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" - (EPRC)

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" - (PHR)

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" - (GDI)

"ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის" - (RIVG)

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" - (DRI)

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" - (HRC)

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" - (IDFI)

"მედიის განვითარების ფონდი" - (MDF)

"საქართველოს სასამართლოს გუშაგი" - (GCW)

კავშირი "საფარი".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.