ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე კვლავაც 2011 წელს შეძენილ ნაძვის ხეს
ააწყობენ.
როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, წელს
საახალწლოდ ახალი მორთულობები არ შეუძენიათ.
"მიმდინარეობს საახალწლო მორთულობების მონტაჟი და ასევე შეკეთება რაც
დაზიანებულია, რამდენიმე დღეში ყველა საახალწლო გრილიანდი ჩართული
იქნება ქუთაისში," - აცხადებენ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის
სამსახურში.
საახალწლო მორთულობების მონტაჟი 22 დეკემბერს დასრულდება.
ქუთაისში ნაძვის ხეებისა და საახალწლო გრილიანდების მონტაჟს შპს
"აღმდგენი" ახორციელებს.
ქუთაისის მერიამ შპს "აღმდგენს" საახალწლო მორთულობის მონტაჟისა და
დემონტაჟისთვის 78 ათას ლარი უნდა გადაუხადოს.
ქუთაისში საახალწლოდ სულ სამი ნაძვისხე დამონტაჟდება. ნაძვისხეები
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ცისფერყანწელთა და ახალგაზრდობის ქუჩებზე
დამონტაჟდება.
მასალის გამოყენების პირობები