დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარიერის
დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა შედგა პოტენციურ დამსაქმებლებსა და
სტუდენტებს შორის.
"აღნიშნული შეხვედრა პირველად შედგა უნივერსიტეტის ისტორიაში, რომლის
მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენს კურსდამამთავრებლებს დასაქმებაში.
"შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 18 კომპანია, როგორც კერძო ასევე,
სახელმწიფო სექტორიდან" - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნეზის,
სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა შონია.
"ყველა გვეუბნება, რომ ისევ Jobs.ge-ზე უნდა დავდოთ CV, ამიტომ დიდ
მნიშვნელობას არ ვანიჭებ ამ შეხვედრას" - ამბობს, ეკონომიკის მე-4
კურსის სტუდენტი, ნანა ბასილაია.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
მასალის გამოყენების პირობები