ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად
კონკურსის მესამედ გამოცხდების საკითხს
შეფასებები უკვე მოჰყვა სოციალურ ქსელში.
"გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის თამვჯდომარე თემურ ცამციშვილი წერს,
ლოგოსა და სლოგანის შერჩევამდე "ოქროს საწმისსაც დავიბრუნებთ".
"ამასობაში ოქროს საწმისსაც დავიბრუნებთ და ლოგოც ეგ იქნება," - წერს
თემურ ცამციშვილი.
მესამედ კონკურსის გამოცხადების საკითხს ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვლიც
ეხმაურება:
"ცალკე ტურისტული ლოგო რა საჭიროა, არ ვიცი, მაგრამ ეს პროცესი იმდენ
ხანს გაიწელა, ნაღდად საზღვაო პორტის აშენებას ელოდებიან, რომ დელფინი
და ტალღები დაახატონ!"
"ქუთაისიპოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერია
ქალაქის
ტურისტულ ლოგოზე მესამედ კონკურსს 2016 წელს
გამოაცხადებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად
კონკურსი პირველად მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადა. საკონკურსო
კომისიამ მაშინ ქალაქის ტურისტული ლოგო მოიწონა. თუმცა, კომისიის მიერ
მოწონებულ ლოგოზე საზოგადოების აზრთა სხდასხვაობის გამო, კონკურსი
მეორედ გამოაცხადა. მერიამ მეორედ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში
ცვლილებები განახორციელა. თუმცა, მეორე ჯერზე გამოცხადებული კონკურსიც
ჩაიშალა.
მასალის გამოყენების პირობები