ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე აანთეს.
ნაძვის ხე, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო
სასწავლებლის გუნდის მიერ შესრულებული სიმღერის ფონზე აინთო.
დამდეგი 2022 წელი მოქალაქეებს ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა
მიულოცა, რომლემაც დაანონსა, რომ 2023 წლისათვის ქალაქს ახალი მთავარი
ნაძვი ხე ექნება.
"ამ ნაძვის ხის ბოლო წარდგომაა თქვენს წინაშე. ეს ნაძვის ხე
სხვა ადგილს დაიკავებს. ჩვენ კი ახალი ნაძვის ხით შევხვდებით 2023
წელს", - მიმართა ქალაქის მერმა.
ქალაქის მთავარი ნაძვის ანთების ცერემონიალი ცენტრალურ მოედანზე
კონცერტით გრძელდება, სადაც თბილისიდან მოწვეული მომღერლები
მონაწილეობენ.
საახალწლო გალა-კონცერტი 31 დეკემბერსაც გაიმართება, სადაც
ადგილობრივი მუსიკოსები დაიკავებენ სცენას. აღნიშნულ კონცერტზე მერია
30 000 ლარს დახარჯავს.
ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358
110 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები