ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე დღეს
აინთება. ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის უკვე
ემზადებიან.
გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი.
საქალაქო
ტრანსპორტი დღეს შეცვლილი სვლაგეზით იმოძრავებს.
მერიამ უკვე გამოაქვეყნა კონცერტში
მონაწილეთა სია. 20 დეკემბერს ცენტრალურ მოედანზე მაკა ზამბახიძე,
რატი დურგლიშვილი, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე
იმღერებენ.
კონცერტი 19 საათზე დაიწყება.
მერია საახალწლო გალა-კონცერტში 30
000 ლარს დახარჯავს. 2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიებაა
დაგეგმილი.
ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358
110 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები