ახალი ამბები
ქუთაისის მერი მოქალაქეებს ნაძვის ხის გასანათებლად ეპატიჟება
FaceBook
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მოქალაქეებს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის  გასანათებლად ეპატიჟება.

"ხვალ 20 დეკემბერია და  ყველა ერთად ველოდებით ჩვენი განსაკუთრებული ნაძვის ხის ანთებას. 19:00 საათზე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ მობრძანდეთ  ცენტრალურ  მოედანზე, რათა ყველამ ერთად ავანთოთ და დავინახოთ ის მოლოდინი რაც მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით გვაქვს. სამწუხაროდ, შარშან პანდემიიის გამო ჩვენ  ვერ შევძელით ცენტრალური ნაძვის ხის ანთება ერთად.

სწორედ, ამიტომაც განსაკუთრებულად ვიზრუნეთ იმისათვის, რომ  წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იყოს. გამორჩეული არის ჩვენი მთავარი ნაძვის ხეც"
, -  მიმართავს მოქალაქეებს ვიდეოლაივით ქალაქის მერი. 

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე  ტრადიციულად ცენტრალურ  მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ არის გაწყობილი.  მისი ანთების შემდეგ გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე იმღერებენ.  გალაცონცერტი ასევე ჩატარდება  31 დეკემბერსაც, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯება. 

ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.