ადგილობრივმა
თვითმმართველობამ ლოგოს შესარჩევად კონკურსი პირველად
მიმდინარე წლის ივლისში
გამოაცხადა.
ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოს და სლოგანის შესარჩევ კონკურს
მესამედ მომავალ წელს გამოაცხადებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში
განმარტავენ, რომ მესამედ კონკურსი 2016 წლის იანვარში
გამოცხადდება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად
კონკურსი პირველად მიმდინარე
წლის ივლისში გამოაცხადა. საკონკურსო კომისიამ
მაშინ ქალაქის ტურისტული ლოგო მოიწონა. თუმცა, კომისიის მიერ
მოწონებულ ლოგოზე საზოგადოების აზრთა სხდასხვაობის გამო, კონკურსი
მეორედ გამოაცხადა.
მერიამ მეორედ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში
ცვლილებები განახორციელა. თუმცა,
მეორე ჯერზე
გამოცხადებული კონკურსიც ჩაიშალა.
ცვლილებების თანახმად, გაორმაგებული იქნა კონკურსში გამარჯვებული
მონაწილისთვის თანხის ოდენობა, რომელიც 900 ლარიდან 1500 ლარამდე
გაიზარდა. ასევე, საჯარო გახდა კონკურსანტების მიერ წარდგენილი
სლოგანები და ლოგოები. მესამე ცვლილება, კონკურსში მოქალაქეების
ჩართულობას შეეხებოდა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის
მერმა ქალაქის ტურისტული ლოგო არ დაამტკიცა
ქუთაისს
ახალი ლოგო აქვს
ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება
ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნისთვის მერიამ კონკურსი
გამოაცხადა
მასალის გამოყენების პირობები