ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქის მერია
სამაშველო-სახანძრო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ
დააფინანსებს.
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მიმდინარე
წელს სამაშველო-სახანძრო სამსახური 1 200 000 ლარამდე თანხით
დაფინანსდა.
ირაკლი ავალიანი განმარტავს, რომ გამოთავისუფლებული თანხები
ძირითადად, სოციალურ სფეროსა და ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
ამის შესახებ, მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს
არასამთავრობო სექტორთან 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე
განმარტეს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერიამ ქალაქში მოქმედ
არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა.
შეხვედრას, რომელიც 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო, მხოლოდ სამი
არასამთავრობო ორგანიზაციის ფონდი "სოხუმი", ახალგაზრდა ეკონომისტთა
ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობა და კოალიცია ხელმისაწვდომი
ჯანდაცვისთვის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქუთაისის
2016 წლის ბიუჯეტი 50 597 500 ლარით
განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები