საპარლამენტო უმცირესობის წევრები, გიგი წერეთელი და გიორგი თევდორაძე
ქუთაისის ყვავილების ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მოვაჭრეებმა არსებულ პრობლემებზე
ისაუბრეს. უმცირესობის წევრებმა მოვაჭრეებს გააცნეს პეტიცია, რომელიც
პენსიონრებისთვის პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა,
პენსიის 50 ლარით
ზრდასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად სამართლიანი.
ვპირდები ყველას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამ
ადამიანებთან ერთად, რომ ეს იდეა იყოს სისრულეში მოყვანილი. ჩვენ არ
დავიხევთ არც ერთი ნაბიჯით უკან და ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებას
მივაღებინებთ.
ბრძოლამ შედეგი ნაწილობრივ გამოიღო, 20 ლარით პენსია იზრდება.
ხელისუფლებას არ ეყო დიდსულოვნება იმისათვის, რომ 1 იანვრიდან მაინც
გაეზარდა ამ ოდენობით პენსია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ
საწადელს და ამ ადამიანებს 50 ლარით გავუზრდით პენსიას," - განაცხადა
გიორგი თევდორაძემ.
პეტიციის მიმართ მხარდაჭერა
ქუთაისის ყვავილების
ბაზრის მოვაჭრეებმა ხელმოწერებით გამოხატეს.
თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები