ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ებზე სუბსიდიის სახით გაცემული
თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში პროგრამულად აისახება.
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ავრცელებს.
მერის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტს დამატებით ნაწილში
დაერთვება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისთვის იღებენ ააიპ-ები
თანხას და რაში დახარჯავენ მას.
"ეს იქნება საჯარო, რათა უფრო გამჭირვალე იყოს დოკუმენტი. დასამალი
არაფერი გვაქვს," - განაცხადა ქუთაისის მერმა.
მომავალ წელს ქუთაისის მერია მის მიერ დაქვემდებარებულ ააიპ-ებს 20
100 000 ლარით დააფინანსებს.
2016 წლის ქუთაისის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ქალაქის მერია
საკრებულოს ხვალ წარუდგენს. მომავალი წლის ბიუჯეტი 50 597 500 ლარით
განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები