ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სამჯერ დახარვეზებული ნიკიტინის სკვერი ჩაიბარა
FaceBook
შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისის მერიამ ნიკიტინის სკვერზე მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკვერში არსებული ყველა ხარვეზი გამოსწორებულია.

,, მერიამ სკვერი ჩაიბარა, ხარვეზები გამოსწორებულია'', -
ამბობს თეონა გიორგაძე.

ხარვეზების არსებობას არ აღირებს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორი. მურმან კუტალაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ პრობლემები, რომლებზეც მერია საუბრობდა, სინამდვილეში სხვა მიზეზით იყო განპირობებული და არა სამუშაოებში შეცდომების დაშვების გამო. 

"რაც არ გვევალებოდა, ისიც გავაკეთეთ. არანაირი ხარვეზი იქ არ ყოფილა. თუ ჟანგზე ვსაუბრობთ, თვითონ მოითხოვა მერიამ თეთრად შეღებვა და იცოდა, რომ ჟანგს გამოიტანდა, იგივე მოხდა სკამების შემთხვევაში. მათი მოთხოვნა იყო მუხის საფარი, რასაც ასევე გამოაქვს ჟანგი. ამ თანხად არავინ მაგ სამუშაოებს ხელს არ მოკიდებდა", - განაცხადა მურმან კუტალაძემ. 

ნიკიტის სკვერში 12 ოქტომბერს ქუთაისის მერიამ შეღებვისა და შედუღების ნაწილი დაახარვეზა. მანამდე კი კომპანია ,,გლობალ სტარდარტმშენს''  ქვაფენილების, ძელსკამების, გვირაბის კედლისა და ჟანგის პრობლემის გამო შენიშვნა მისცა. მერიამ ნიკიტინის სკვერში არსებულ ხარვეზებზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ამ თემაზე "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კიკვაძემ ბრიფინგი გამართა.

ნიკიტინის სკვერი ქუთაისის მერიას  370 244 ლარი დაუჯდა. სამუშაოები კომპანია ,,გლობალ სტანდარტმშენმნა'' შეასრულა.

რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ სკვერს თამაზ ნიკიტინის სახელი 2008 წელს მიენიჭა. თამაზ ნიკიტინი რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა.



ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია ნიკიტინის სკვერს ისევ არ იბარებს

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია ნიკიტინის სკვერი (ფოტო/ვიდეო)

ხარვეზების გასწორება - ნიკიტინის სკვერში ფილებს თავიდან აგებენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.