1933
წლიდან შენობაში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი განთავსდა, 1988 წელს
- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახ. უნივერსიტეტი.
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ
ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული
საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ
დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა
ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო
გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია
გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში
არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. თვეში
ორჯერ (შაბათს) – კუტაისიპოსტ.გე- ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას –
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის
სახვითი ხელოვნების გლერეას?-
(ნახეთ ვიდეო)
###
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მთავარი კორპუსი ისტორიული შენობაა. ის თავის დროზე აშენებული
იქნა რეალური სასწავლებისთვის. თუ რატომ ეწოდებოდა სასწავლებელს
რეალური სასწავლებლი უცნობია. თუმცა, ცნობლია, რომ აღნიშნულ
რეალურ სასწავლეებში ტექნიკურ ფაკულტეტებს ენიჭებოდა
უპირატესობა. ზურაბ ჯავახაძის საავტორო წიგნის "ქუთაისოვ
ცემო დედავ"-ის მიხედვით, აღნიშნულ შენობაში 1897 წელს 3
სექტემბერს, ქუთაისში არსებული პროგიმნაზიის ბაზაზე (რომელიც
არსებობდა 1874 წლიდან) გაიხსნა რეალური სასწავლებელი, რომელიც
კავკასიის სასწავლო ოლქს ექვემდებარებოდა.
აღნიშნული სასწავლების პროექტი შეადგინა და მშენებლობას
ხელმძღვანელობდა სამხედრო ინჟინერი
ფონ შულცი.
1901 წელს შეიქმნა საამშენებლო კომისია სასწავლებლის იმდროინდელი
დირექტორის მამომტოვის თავმჯდომარეობით. კომისიამ 1901 წელსევე
ხელშეკრულება გააფორმა თურქეთის ქვეშევრდომ ივანე ჩილინგაროვთან და
იოსებ აბზიანიძესთან, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდნენ იჯარით.
მშენებლობა დაიწყო დაიწყო 1900 წლის ივლისში. მშენებლობაზე
დასაქმებულები იყვნენ 50-ზე მეტი ქვის ოსტატი და ათობით მუშა.
საბოლოოდ მშენებლობა დაწრულდა 1905 წელს.
რეალური სასწავლებლის გაუქმების შემდეგ , რომელიც დროებით გიმნაზიადაც
იწოდებოდა, 1921 წლიდან სასწავლებლის ბაზაზე გახსნილი ტექნიკუმი
ფუნქციონირებდა. 1933 წლიდან შენობაში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი
განთავსდა, 1988 წელს - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახ.
უნივერსიტეტი.
აღნიშნული უნივერსიტეტი გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს აქვთ
დამთავრებული, მათ შორის იყვნენ ლადო ასათიანი, ტიციან ტაბიძე და
ედუარდ შევარდნაძე.
მასალის გამოყენების პირობები