ოპოზიციის ქუთაისის მერობის
კანდიდატი ხატია დეკანოიძე, არჩევნების მეორე ტურის შედეგების
გასაჩივრებას აპირებს.
მისი თქმით, დღეს დილით საჩივრებს საოლქო კომისიაში შეიტანს, თუ
კომისია მათ არ დააკმაყოფილებს, უკვე სასამართლოს მიმართავენ.
"დილით უკვე ვაპირებთ
რამდენიმე საჩივრის შეტანას. გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება,
რომლებსაც დავურთავთ თან და წავალთ სასამართლოში თუ საოლქო არ
დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივრებს", - განაცხადა ხატია
დეკანოიძემ.
მისი თქმით, განსაკუთრებით ბევრი
ბიულეტენია გაბათილებული, რომელთა ჯამური რაოდენობა აღემატება მასსა
და მის კონკურენტს შორის მიღებულ ხმებში არსებულ სხვაობას. ჯამში
საუბარია 2396 ბიულეტენზე. 124 უბნიდან 20 უბანზე კი ბალანსი არ
ჯდება.
30 ოქტომბერს ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი
მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ
ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა,
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების
48.35% მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები