შსს-ს
ინფორმაციით, საქართველოში მარჯვენასაჭიან მანქანების
დარეგისტრირება 2016 წლის მარტიდან აიკრძალება.
ასევე აიკრძალება საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც, რადგან
როგორც შშს საინისტროში აცხადებენ, ავტომობილების ამ კატეგორიას დიდი
შანსი აქვს, ტექდათვალიერება ვერ გაიაროს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით,
სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა
დაიწყო.
მისი თქმით, პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი
მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება, რადგან
დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად შემცირდეს
ავტოსაგზაო შემთხვევები.
პროგრამა მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აკრძალვის გარდა მოიცავს
შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების
წინააღმდეგ:
არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების
ქვეშ მართვა, ადმინისტრირების გაუმჯობესება, სამგზავრო
ავტობუსების მოძრაობაზე
კონტროლის გაუმჯობესება, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების
წახალისება, სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ.
"უკონტაქტო
პატრულირება", გზებზე და ქალაქებში არსებული "შავი წერტილების"
განეიტრალება, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის
გამკაცრება,
მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის
მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.
"მე ამ პროგრამას, პირველ რიგში, მომავალი თაობის უსაფრთხოებისთვის
ვიწყებ. მინდა, ისინი პატარობიდანვე ეზიარონ იმ ჭეშმარიტებას, რომ
კანონმორჩილი
მოქალაქე, ცივილური, განვითარებული სახელმწიფოს ფუნდამენტია," -
აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები