რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარს ორი ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ
გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.
14 ოქტომბერს რუსთავის მე- 17 დაწესებულების სამზარეულოში
ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. უწყებაში განმარტავდნენ,
რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით
მდებარეობდა.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები