ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო კომისიამ საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილა
FaceBook
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 30-ზე მეტი საჩივარი განიხილა.

საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, უარი ეთქვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომელთა საჩივრების შინაარსს კომისიის წევრები არ დაეთანხმნენ.

საჩივრები არ დაკმაყოფილდა #91-ე, #93-ე, #15-ე, #57-ე, #49-ე, #10-ე, #35-ე, #39-ე, #48-ე, 123-ე, #37-ე, #29-ე, #96-ე, #66-ე, #56-ე, #59-ე, #35-ე, #18-ე, #80-ე, #108-ე და #48-ე უბნებზე.

კომისიის წევრებმა არ დააკმაყოფილეს აგიტაციის და კარუსელის შემთხვევების შესახებ დაწერილი საჩივრები, ასევე, დარღვევად არ მიიჩნიეს მარკირების გარეშე უბანზე ამომრჩევლის შესვლა, წილისყრით გამოვლენილი რეგისტრატორების თვითნებური შეცვლა, ხელმოწერილ და გაცემულ ბიულეტენებს შორის აღმოჩენილი სხვაობა, კაბინაში ერთდროულად ორი ამომრჩევლის ყოფნა და კონვერტის გარეშე ბიულეტენების ყუთში ჩაგდება.

რაც შეეხება #112 და #124-ე უბნებს, სადაც წინასწარ შეავსეს შემაჯამებელი ოქმები, კომისიამ აღნიშნულ უბნებზე კომისიის თავმჯდომარეებსა და მდივნებს შენიშვნა გამოუცხადა. ასევე, გაბათილდა გადასატანი ყუთის შედეგები #36-ე უბანზე.

საოლქო კომისიას ამით საჩივრების განხილვა არ დაუსრულებია. პროცესი 7 ოქტომბერსაც უნდა გაგრძელდეს.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 70-ზე მეტი საჩივარი შევიდა. 


2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი  უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.