პოლიტიკა
საერთო კანდიდატის მხარდასაჭერად ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს
FaceBook
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ოპოზიცია კონსულტაციებს რამდენიმე დღეში დაიწყებს.
ოპოზიციის თქმით, მეორე ტურში, საერთო კანდიდატის გარშემო გაერთიანება ოპოზიციას კოალიციური მთავრობის შექმნაში დაეხმარება.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პროდასავლურ პარტიასთანაც არ გამორიცხავენ თანამშრომლობას.

"ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ვისაც აქვს სურვილი, რომ ერთობლივი ძალებით ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს, ჩვენ აუცილებლად ყველას დაველაპარაკებით, ოღონდ ეს პარტიები არ უნდა იყვნენ რუსეთის დაფინანსებულები, მათ არ უნდა ჰქონდეთ პრორუსული ხედვა და ჩვენ აბსოლუტურად ყველასთვის ღია გვაქვს კარი,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას აპირებს პარტია "ლელო საქართველოსთვის''.

"რამდენიმე დღეში ჩვენ უკვე დავიწყებთ კონსულტაციებს ოპოზიციონერ კოლეგებთან. ბუნებრივია, ჩვენი პრიორიტეტია, რომ "ქართული ოცნება" დასრულდეს რაც შეძლება მეტ წერტილში ჩვენი ქვეყნისა. საერთო კანდიდატთან ერთად ბრძოლა მეორე ტურებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ახლა კონცენტრირებულად, ერთად შევძლებთ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენს ძალ-ღონეს გავაერთიანებთ ერთი ნათელი მიზნისთვის, მთელი რიგი განსხვავების მიუხედავად, რაც არის "ქართული ოცნების" დასრულება და კოალიციური ფორმატების შეკვრა,"-აცხადებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია.

,,ნაციონალურ მოძრაობას'' ასევე მხარს უჭერს პარტია ,,კანონი და სამართალი''.

"მხარს ვუჭერ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის კანდიდატს, ვინც ამხელა გამარჯვება მოიტანა, ეს გახლავთ ნიკა მელია. რა თქმა უნდა ყველა უნდა გაერთიანდეს ახლა და ადამიანებმა მართლა უნდა აღიქვან ეს ყველაფერი, როგორც საქართველოს გამარჯვება. ვფიქრობ, ამ ორ დღეში უკვე დაიწყება კონსულტაციები,"-აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

რაც შეეხება პარტია ,,საქართველოსთვის'' ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, ის არც ,,ნაციონალური მოძრაობის'' მხარდაჭერას აპირებს და არც ,,ქართული ოცნების''.

"ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად თქვა, რომ წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და მომხრეა ძალაუფლების დაბალანსების. ჩვენ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი'',- განაცხადა გიორგი გახარიამ.

თვითმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

არჩევნების მეორე ტური საქართველოს 20 ქალაქში გაიმართება, მათ შორის იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში ქუთაისში, წყალტუბოსა და ბაღდათში.

2 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.
12:31 / 26.11.2024
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა, ინაუგურაციას კი 29 დეკემბერს გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.