პოლიტიკა
პოლარიზაცია, დაშინება, მოსყიდვა, ზეწოლა - აშშ და ევროკავშირი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს
FaceBook
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმართველობის არჩევნებს აფასებს.
აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საარჩევნო გარემო დაზიანდა დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებით.

"ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნო პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ,"- აღნიშნულია განცხადებაში.


აშშ-ის საელჩოს პარალელურად თვითმართველობის არჩევნებს აფასებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის თქმით , არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა.

მათი განცხადებით, არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, თუმცა იყო მნიშვნელოვანი დარღვევები.

"დასკვნამ ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს. გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინანსების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს", - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

2 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.
12:31 / 26.11.2024
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა, ინაუგურაციას კი 29 დეკემბერს გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.