დღეს ქუთაისის 11-ე სპორტულ სკოლაში 2015-2016 წლების სკოლებს შორის
ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნა. ოლიმპიადა ქუთაისის მერიის
მხარდაჭერით მეორე წელია ტარდება.
"გაამართლა იმ საპილოტე პროექტმა, რომელიც მთელი წლის მანძილზე
ტარდებოდა. პროექტი ზაფხულში დასრულდა. ეს იყო პირველი სასკოლო
ოლიმპიადა, რომელშიც 12 მუნიციპალიტეტი იღებდა მონაწილეობას და
უკვე იქცა ის ყოველწლიურ ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებად," - აცხადებს
ქუთაისი მერიის კულტურის,სპორტის,განათლების,ძეგლთა დაცვისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე
მანანა
მანაგაძე.
პროექტის მთავარი მიზანია სპორტის პოპულარიზაცია საზოგადოებაში და
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ახალგაზრდებში.
პროქტში ჩართულია 1500-დე ბავშვი, რომელთა შორისაც არიან წინა
ოლიმპიადის მონაწილეები.
ახალგაზრდები საკუთარ ძალებს მოსინჯავენ სპორტის 6 სახეობაში (მინი
ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მაგიდის ტენისში და
მხიარული სტარტები).
ქალაქის ოლიმპიადაში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის
რეგიონალურ სასკოლო ოლიმპიადაში, რომელიც გაიმართება ქუთაისში. ხოლო
ამის შემდეგ, რეგიონალურ ოლიმპიადაში გამარჯვებულები
მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, რომლის ჩატარების
ადგილსაც ქუთისის მერიის სპორტის განყოფილება შეარჩევს.
რეზი ბურჯანაძე
მასალის გამოყენების პირობები