ქუთაისის მერიის მიერ მეორედ გამოცხადებული კონკურსი, ქალაქის
ტურისტული სლოგანისა და ლოგოს შესარჩევად, კვლავ ჩაიშალა. ადგილობრივ
თვითმმართვლობაში შექმნილმა კომისიამ კონკურსზე წარმოდგენილი
ნამუშევრები არ მოიწონა.
"გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ვინაიდან ტურისტული კუთხით
ქალაქის ბრენდირებისათვის უმნიშვნელოვანესია ტურისტული ლოგოს და
სლოგანის არსებობა, ამიტომ თვითმმარველობა კვლავ გააგრძელებს მუშაობას
ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესაქმნელად", - განმარტავენ
მერიის ეკონომიკის განვითარების სამსახურში. თუმცა, კონკრეტულად
როდის გამოაცხადებენ კონკურსს მესამედ, ჯერ არ იციან.
ქუთაისის მერიამ ქალაქის ტურისტულ სლოგანსა და ლოგოზე კონკურსი მეორედ
მიმდინარე
წლის ოქტომბერში გამოაცხადა. სულ 249 ლოგო
და 165 სლოგანი იყო წარმოდგენილი.
მერიამ პირველად აღნიშნული
კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში
გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები