საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით,
კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა
ასოციაცია გამოიკვლევს.
მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში მსგავსი პაციენტების სტაციონარიზაცია
დაგვიანებულია.
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა შეიცვალოს თუ არა ორსული ქალებისთვის
ვაქცინაციის პროტოკოლი, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით
გინეკოლოგთა ასოციაციაციის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ
იმსჯელებენ.
,
,თითოეული პაციენტის ასეთი მძიმე გამოსავალი არის მთელი
ქვეყნის ტრაგედია. ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და
სტატისტიკურ ჭრილში. ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ
კონკრეტული დასკვნები, რაც არის მიზეზი იმის თუ რატომ გვაქვს ბოლო
პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. აუცილებლად
უნდა აღინიშნოს, რომ, რიგ შემთხვევებში, დაგვიანებული
სტაციონარიზაცია. გუშინ ერთ-ერთი ორსულის სამეგრელოს რეგიონიდან
საავადმყოფოში გადმოყვანა იყო საჭირო, თუმცა ამ ორსულს დარეკილი არ
ჰქონდა 112-ზე, სამაგრიეროდ პოსტი ედო "ფეისბუქზე". ჩვენ ვიღებთ
სოციალური ქსელიდანაც დამატებით ინფორმაციებს და ის პაციენტები,
რომლებიც სამწუხაროდ არ მიმართავენ ექიმს, მაგრამ არჩევენ სოციალური
მედიით კომუნიკაციას ვცდილობთ, რომ ვიყოთ ყურადღებით", -
აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკანასკნელი
2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13
ორსულია გარდაცვლილი. მისივე განმარტებით, ამის პრევენციის ერთადერთი
საშუალება არსებობს და ეს ორსულების ვაქცინაციაა.
"სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა
კონტროლის ცენტრიც ჩართულია. ამის პრევენციის ერთი საშუალებაა მხოლოდ,
რომ ორსულები უნდა აიცრან. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, რაც
პანდემია არის, თუ არ ვცდები გარდაცვლილია 13 ორსული," - განაცხადა
ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები