ქუთაისის დავით აღმაშენებლის
სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისებს კიდევ ერთი კომპანია
შეასრულებს.
აეროპორტის ინფორმაციით, ოპერირებას იწყებს ბელორუსული ავიაკომპანია
"ბელავია".
ფრენები მინსკი - ქუთაისი - მინსკის
მიმართულებით, 4 აგვისტოდან დაიწყება და კვირაში ორჯერ
შესრულდება.
რეისზე ცალხმრივი ბილეთის
მინიმალური ღირებულება 85 ევროა, ხოლო ორმხრივის - 169 ევრო.
მგზავრობის დრო 3 საათია. კომპანიის თვითმფრინავს აქვს 64
ეკონომ და 12 ბიზნეს კლასის ადგილი.
მასალის გამოყენების პირობები