20 ივლისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 368 179
აცრა.
დღიურად აცრილია - 11073 ადამიანი.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.
ფაიზერის 28 000 დოზა ვაქცინა საქართველოში 14 ივლისს შემოვიდა და
ყველა ადგილი იმავე დღეს დაიჯავშნა.
საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან
დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან.
3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ
ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი -
24 მაისიდან.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ
booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
მასალის გამოყენების პირობები