ახალი ამბები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება
FaceBook
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტების მიმართ ჰომოფობი და მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია ხელისუფლებას, მოუწოდებს დაიცვას მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

„გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა;

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს, ოპერატორს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა;

სცემეს "ფორმულას" სხვა გადამღები ჯგუფი - გიორგი გაბუნია და ლექსო ხომასურიძე;

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები;

თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს "ტაბულას" ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური, წარწერით "პრესა".
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას.

თავს დაესხნენ  on.ge-ს ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს.

პალიტრანიუსის ინფორმაციით, ნაცემია მედიასაშუალების ოპერატორი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, დაზიანებულია ტელეარხის ვიდეოკამერა.

ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს“. 

მოძალადე ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლა ცდილობენ , რომელიც თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.