26 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 251529 აცრა.
სრულად ვაქცინირებულია 92790 ადამიანი.
დღიურად აცრილია - 2984.
საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან
დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან.
3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ
ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24
მაისიდან დაიწყო.
ივლისის დასაწყისში ქვეყანა ვაქცინის დამატებით დოზებს ელოდება.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ
booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
მასალის გამოყენების პირობები