ქუთაისში კოვიდვაქცინის გასაკეთებელი სივრცე შეიქმნება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელმა
ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქუთაისში, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში
ასაცრელი სივრცე შეიქმნება.
"საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და
რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში სულ
მცირე სამი ან ოთხი, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო. კარვებზე არ არის
საუბარი. საუბარია, უფრო დიდ სივრცეებზე. დასამალი არ არის, აქტიურად
ვმუშაობთ "ექსპო ჯორჯიასთან" მათი პავილიონების გამოყენაბასთან
დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან მათი ფართობების
გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან,
სადაც დიდი დარბაზებია, მოლებთან, რათა ინტენსიური ვაქცინაცია
ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც წინასწარი
დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ქუთაისში კოვიდვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე სამ კლინიკაშია
შესაძლებელი: ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს
ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, შპს ო. ჩხობაძის სახელობის
ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო სარეაბილიტაციო კლინიკური
ცენტრში, შპს. "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის
რეგიონალური ცენტრში."
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.
25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესს, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65
წელს ზემოთ ასაკის პირებიც შეუერთდნენ.
საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს
ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო.
საქართველოში ასევე შეომოსულია ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი".
"სინოვაკით" აცრაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში
შეიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები