ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველებმა კიდევ ერთი სამორიგეო კარავი გაშალეს
FaceBook
ხმაური იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში.  დაპირისპირება რიონის ხეობის მცველებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა.
მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, კომპანია ,,ენკა'' სოფელი ქვილიშორის გზით ცდილობდა ხეობაში საწვავის შეტანას, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა.

,,კომპანიამ ალტერნატიული გზები აღმოაჩინა ხეობაში საწვავის შესატანად, ეს გზა აღმოჩნდა სოფელი ქვილიშორი, ჩვენი წარმომადგენლები კარვით ამ გზაზეც იმორიგევებენ'',- განმარტავს ვარლამ გოლეთიანი.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, დღეს გამთენიისას დიდი რაოდენობით პოლიციის თანამშრომელი გადაადგილდა ხეობის მიმართულებით.

რიონის ხეობაში ამ დროისთვის სიმშვიდეა.

რიონის ხეობის მცველებმა 4 მაისს პროტესტის 221-ე ღამე გაათენეს კარვებში.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 221 - ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინოფრმაციით, 12-14 აპრილს, საქართველოში
შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
12:57 / 11.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინოფრმაციით, 12-14 აპრილს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
42 დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილე
მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს შეხვდა.
17:15 / 10.04.2025
42 დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილე მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს შეხვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.