იმერეთის სამხარეო პოლიციის მოქმედი გამომძიებელი, ზურაბ
ხმელიძე, რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებს
და თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
ხმელიძის თქმით, ის აღარ აპირებს უკანონო დავალებების შესრულებას და
იძულებულია თანამდებობა დატოვოს.
ზურაბ ხმელიძის განმარტებით, მისი გადაწყვეტულება რიონის ხეობაში
განვითარებულ პროცესებს უკავშირდება.
სამმართველოს უფროსი დეტექტივი ამბობს, რომ დავალებები, რომელსაც
სამართალდამცველები ზემდგომებისგან იღებენ, დისკრიმინაციული და
უკანონოა.
ხმელიძის ინფორმაციით, პროტესტის გრძნობა მის არაერთ თანამშრომელს
აქვს.
"მე მინდა გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ რაც ხდება ნამოხვანში.
სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ
მდგომ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ ელახებათ თავიანთი
კონსტიტუციური უფლება და არ აქვთ თავიანთ სახლში გადაადგილების
საშუალება. პოლიციის მიერ, მათ შორის ჩემს მიერაც, მონაწილეობას
ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდა
რეალურად იქით, აქვთ სახლები და ჰყავთ შვილები, ვუზღუდავდით
თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ძალიან მოქმედებს ადამიანის
თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც. უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი
ბრძოლა თუნდაც ქვეყნისთვის და შენ ამას უზღუდავ",- ამბობს ზურაბ
ხმელიძე.
ზურაბ ხმელიძე ამბობს იმასაც, რომ გუნდში მის აზრზე არაერთი
სამართალდამცველია და სამსახურის დატოვებისკენ მათაც მოუწოდებს.
ზურაბ ხმელიძე უწყებაში პოლიციის მოწმობის ფოსტით გაგზავნას
აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები