26 მაისიდან, საქართველოს ეროვნულ პარკები
იხსნება.
ოკაცეს კანიონი, მარტვილის კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე
და სათაფლია ვიზიტორთათვის მუშაობას დილის 10:00 საათიდან 18:00
საათამდე განაახლებენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ სავალდებულოა კოვიდ
19-ის წინაღმდეგ რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის დახურულ და ღია
საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას სავალდებულოა პირბადე,
რომელიც კარგად ფარავს ცხვირსა და პირს, ვიზიტორთა ცენტრში
შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა, სავალდებულოა 2 მეტრიანი
დისტანცია.
სააგენტოს ცნობით, რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით.
დასავლეთ საქართველოში მღვიმეების და კანიონების გახსნას საქართველოს
ახალგაზრდა გიდების ასოციაცია, ერთი კვირის წინ
ითხოვდა.
ამავე თემაზე:
"დროულად გაიხსნას ტურისტული ობიექტები" - გიდების
განცხადება
მასალის გამოყენების პირობები