ქუთაისის აეროპორტიდან Wizz
Air-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის,
დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით
აახლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტიდან ევროპასა და ახლა უკვე ცენტრალურ აზიაშიც მოხვედრა
პირდაპირი რეგულარული ავიარეისებით არის შესაძლებელი.
"21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს
რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას. უკვე თვის ბოლოს კი
ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ 2 ქალაქში
იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი - 29 მაისიდან
კატოვიცე და 30 მაისიდან გდანსკი. ჩვენს
აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირება ახალმა ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა
ავიაკომპანია FlyArystan-მა-მა დაიწყო,
რომელიც პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ სამი მიმართულებით
ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისებით მგზავრობა 5 ქვეყნის 9
მიმართულებებითაა, შესაძლებელი ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ
ავიაკომპანიებთან, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების პარალელურად, მათ
არსებული სიხშირეები გაზარდონ და ახალი მიმართულებები დაამატონ",-
განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ
არჩუაძემ.
18 აპრილიდან
wizz air-მა ვარშავისა და
ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება
დაიწყო.
თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა
ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე
ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის
დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ არის
შესაძლებელი.
საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის
მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური
პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი
დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ. რაც შეეხება
საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში შესვლისას, იმ
პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე
აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა
ვებგვერდზე https://keleiviams.nvsc.lt/en/form.
პოლონეთის მთავრობა მგზავრებისთვის წინასწარი
რეგისტრაციის შესავსებ სპეციალურ ფორმას არ ითხოვს. დეტალური
ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით იხილეთ: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx?lang=en-US
კორონავირუსის პანდემიის გამო
რეგულარული ფრენების შესრულება გასული წელს, მარტში შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები